სტატია
  1. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  2. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  3. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  4. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  5. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  6. “ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
  7. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  8. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანას რთული საათები ელოდება
მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანას რთული საათები ელოდება

საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი. BBC წერს, რომ საფრანგეთის ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალიზებას ცდილობენ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ღამის განმავლობაში დაახლოებით 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გამოცემის ცნობითვე,ხანძარმა უკვე 42 000 ჰექტარი ტყე გაანადგურა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად ითვლება. წლის დასაწყისიდან ქვეყანაში მთლიანობაში 100 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებიდან 220 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 2 500 მეხანძრე, მათ შორის შვეიცარიის სამაშველო ჯგუფი, ასევე 1 500 სამხედრო და თითქმის 1 200 პოლიციელი და ჟანდარმი.

ესპანეთში კი, მადრიდისა და ავილის მიმდებარე რეგიონებიდან 90 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ახალი ხანძრის კერა ვალენსიის მახლობლად გაჩნდა. ვალენსიის რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ მისი ჩაქრობა არსებული რესურსებით შეუძლებელია. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანას რთული საათები ელოდება.