სტატია
  1. თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
  2. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
  3. თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
  4. აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სახელწოდებით: არა მეფეებს
  5. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  6. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  7. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
„დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ კიევში ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა"
სოც. მედია

„დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ კიევში ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა"

„დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ კიევში ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა. შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა გათბობის გარეშეა – 4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. ყველა ძალისხმევა სიტუაციის შემსუბუქებისკენ უნდა იყოს მიმართული. მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ წინადადებები, როგორ დავიცვათ სიცოცხლე, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს.

საჭიროა ბიზნესთან მაქსიმალური კოორდინაცია: როგორ გადავანაწილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, არსებული მოხმარება, რათა ხალხმა იგრძნოს სიტუაციის სტაბილიზაცია და რა დამატებითი დახმარების პროგრამებია საჭირო ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს განხილული და პასუხები უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც დღეს მთავრობის წარმომადგენლებს დავუსვი. პირადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება – ხვალ ველოდები ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კონკრეტულ, მკაფიო ჩამონათვალს. ყოველი საათი ენერგეტიკის სექტორს უნდა დაეთმოს...

კიევი ურთულეს მდგომარეობაშია. დღეს დილით, კიდევ ერთხელ „შაჰიდის“ დრონებმა რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს. საჰაერო ძალების მოქმედება „შაჰიდების“ წინააღმდეგ არადამაკმაყოფილებელია. ჩვენ გვყავს გამანადგურებლები, მაგრამ საჰაერო ძალების ოპერაციების ორგანიზება განსხვავებული უნდა იყოს. ჩვენ ეს სიტუაცია თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.