სტატია
  1. Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
  2. განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
  3. უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
  4. გაზპრომის აქციები ბოლო 20 წლის ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
  5. "დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია"
  6. უნგრეთმა ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო
  7. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  8. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ბიზნესი

დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივება - ეს, თიბისის, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სწორედ, ამ მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა წლის შემაჯამებელი დემო დღე, რომელიც თავისი შინაარსითა და მიზნობრიობით, მართლაც გამორჩეული ღონისძიებაა.

ამ დღეს, თიბისის ეჯაილ გუნდები იკრიბებიან; კოლეგებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინტერესო და ღირებულ ინკრემენტებს უზიარებენ. ასევე, იღებენ მნიშვნელოვან უკუკავშირს. ღონისძიების შემაჯამებელი ნაწილი კი, გამარჯვებულების გამოვლენას ეთმობა.

დემო დღე გვეხმარება, კიდევ უფრო უკეთესად დავინახოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს თიბისიში და როგორ მუშაობს თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. ამ დღეს ყველაზე ნათლად ჩანს, თუ როგორ სრულდება ჩვენი მთავარი მისია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. დემო დღის არსებობა თიბისიში მნიშვნელოვნად აძლიერებს გამჭვირვალობას, თანამშრომლების ჩართულობასა და საერთო კმაყოფილებას“ - ამბობს ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.

წლევანდელი გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

  • მომხმარებლის რჩეული, ყველაზე ხშირად გამოყენებული ინკრემენტი: P2P ლარში და უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები.

გამარჯვებული გუნდი - Transfers PAT

  • უმოკლეს დროში შექმნილი ღირებული ინკრემენტი: ბანკთაშორისი გადარიცხვები

გამარჯვებული გუნდები - Currency Exchange Service & Operations Development 

  • ინკრემენტი, რომელმაც ყველაზე დიდი ბიზნეს შედეგი მოიტანა: 1. FCL Customer Dynamic Limits.

გამარჯვებული გუნდები - FCL Mobile; FCL Development; FCL Mobile; FCL Commercial; TBC Credit 

2. საკრედიტო ბარათის აღება 1 წუთში დიჯიტალის არხიდან და ციფრული 

საკრედიტო ბარათი.

გამარჯვებული გუნდები: Credit Cards and Overdrafts; TSYS; BNPL& Credit cards; 

  • დამსწრე საზოგადოების რჩეული ინკრემენტი: AI MSME დაკრედიტებაში

გამარჯვებული გუნდები - ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიგა და დატა ანალიტიკა. 

თითოეულ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა.

დემო დღის არსებობით, თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას. ასევე, რა თქმა უნდა, ღიად აღინიშნება გუნდების შრომა და მიღწევები, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული ღირებულებების კიდევ უფრო გამყარებას.