სტატია
  1. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  2. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  3. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  4. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  5. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  6. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  7. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  8. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
ბიზნესი

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

მზად ხარ, თიბისის მობაილბანკის დეკემბრის მარათონის დასაწყებად? - მაშინ, ყურადღებით, რომ სასტარტო ხაზი არ გამოგეპაროს.

თამაშის დაწყებამდე, სასტარტო ხაზზე დადგომით, პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიმყარებ და თან, საჩუქრად 200 მონეტას მიიღებ.

მანამდე კი, არ დაგავიწყდეს მობაილბანკის განახლება.  

შეგახსენებ, რომ მარათონში მონაწილეობისთვის მთავარია გქონდეს თიბისის მობაილბანკი და იყო სრულწლოვანი.

შენი მთავარი მიზანია, მარათონის დასრულებამდე რაც შეიძლება მეტი მონეტის დაგროვება შეძლო.

შუალედური პრიზების მფლობელები, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდებიან და  10 000 ლარით დასაჩუქრდებიან - მონეტების ათვლა დაიწყება ყოველ კვირას და დაჯამდება ყველა მონეტა, რაც დააგროვე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

მარათონის საბოლოო გამარჯვებული კი, გამოვლინდება ოთხივე კვირის მანძილზე დაჯამებული მონეტების რაოდენობით და გახდება მთავარი პრიზის - 50 000 ლარის მფლობელი.

გახსოვდეს, მისიები იქნება ორნაირი: ყოველდღიური და ყოველკვირეული, რომელიც, ძირითადად, მოიცავს მარტივ ფინანსურ დავალებებს და რომლის შესრულებასაც მობაილბანკში შეძლებ. ამასთან, ყოველდღიურად გაგეხსნება მინი-თამაში, რომლის მიზანიცაა რაც შეიძლება მეტი “კლიკი” დააგროვო შეზღუდულ დროში და შესაბამისი რაოდენობის მონეტები მოიპოვო.

ყოველდღიური ავტორიზაცია და მეგობრების მოწვევა მოგცემს დიდ უპირატესობას - დაწინაურდე და გადაუსწრო სხვა მარათონელებს.

მაშ, ასე, შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში - დეკემბრის მარათონი იწყება!