სტატია
  1. „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  2. Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  3. ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
  4. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  5. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
  6. PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
  7. გერმანიის საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის საერთო მოცულობა 139 მილიარდ ევროს აჭარბებს
  8. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
"ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება"
სოც. მედია

"ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება"

"რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ წარმოუდგენელია, რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, მაშინ როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება.

კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით და წარმოაჩინონ ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამ ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც საქართველოზე გამავალი გზის კონკურენტ გზას“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში.