სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
"ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო დღეს ჩვენ სინგაპურზე უკეთესი რეპუტაცია გვექნებოდა.“ - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა

"ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო დღეს ჩვენ სინგაპურზე უკეთესი რეპუტაცია გვექნებოდა.“ - მიხეილ სააკაშვილი

„დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. იყო დრო, როცა საქართველო ამ ფორუმის სუპერვარსკვლავი იყო. ეს იყო ჩემს დროს, როცა საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი და შედიოდა მსოფლიოს პირველ ათეულში, ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით.

2013 წელს ივანიშვილმა დავოსში შეკრებილთ შეატყობინა, რომ თურმე ჩემი მიღწეული რეიტინგები სულ ტყუილი იყო და მეც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მსოფლიოს სიცრუეში ვაცხოვრებდით, ეს იყო წარმოუდგენელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის.

საბედნიეროდ ბოლო წლები მას და მის შნირებს აღარ პატიჟებენ ფორუმზე. ამასაც მოხერხება უნდა, დავოსის ორგანიზატორები სიამოვნებით იღებენ ფულს მსოფლიოს ბევრი საეჭვო, სუნიანი რეჟიმისგან და პატიჟებენ მათ. სრულიად ტოქსიკური უნდა იყო, რომ შენგან ფული არ აიღონ და ასეთი მსოფლიოში ათამდე ქვეყანაა. ამათ მოახერხეს ამ კატეგორიაში მოხვედრა

მე არ ვაპირებდი 2012 წელს თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო.

ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო დღეს ჩვენ სინგაპურზე უკეთესი რეპუტაცია გვექნებოდა.“ - მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.