სტატია
  1. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  2. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  3. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  4. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  5. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  6. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  7. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  8. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
"ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანელ ხალხთანაა. ახლა დროა. გაუძელით! მე ირანის გვერდით ვდგავარ"
სოც. მედია

"ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანელ ხალხთანაა. ახლა დროა. გაუძელით! მე ირანის გვერდით ვდგავარ"

"მაგრად მოეჭიდეთ" - ვერ წარმომიდგენია უფრო აქტუალური ფრაზა, ვიდრე ეს, რადგან ცეცხლოვანი ცხენის წელში შევდივართ! როდესაც მაროკოში გატარებულ არდადეგებზე ვფიქრობ, მეფიქრება ირანში მცხოვრებ ყველა ადამიანზე, რომლებიც აუცილებელი რევოლუციისთვის იბრძვიან და მზად არიან მოკვდნენ იმისთვის, რისიც სწამთ.

ჩვენ ბევრ რამეს ვიღებთ გარანტირებულად - მეც, მათ შორის. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის თავისუფლება, იმის ჩაცმა, რაც მინდა. უდაბნოში ცხენით გასეირნება, თავისუფლად საუბარი, სასჯელის, წამებისა და შესაძლო სიკვდილით გაჩუმების გარეშე. სიმღერა, ცეკვა. ჩემი სულიერი გზის არჩევა და არა სხვისი...

ირანელ ქალებს ეს თავისუფლება არ აქვთ. მე მათ გვერდით ვდგავარ. ირანელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში არ უგრძნია თავისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად ვიცი რა ტანჯვა გადაიტანეს, მაგრამ ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანელ ხალხთანაა. ახლა დროა. გაუძელით! მე ირანის გვერდით ვდგავარ. მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი. თავისუფლება ირანს." - წერს მომღერალი მადონა Instagram-ზე.