სტატია
  1. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  2. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  3. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  4. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  5. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  6. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  7. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  8. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
ბურჭულაძე: ამის დამწერს ვეუბნებით - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ
პოლიტიკა

ბურჭულაძე: ამის დამწერს ვეუბნებით - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ

„მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია და კანონში არის, მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ. არ ვიყავით ვალდებული, რომ მოგვეთხოვა ნებართვა.

შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერასთან და რესპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს - ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო.

ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნებით - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ამიტომაც კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, ეს ჩვენი კონსტიტუციით გვეკუთვნის, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში!“, - პაატა ბურჭულაძე სახელისუფლებო პარტიას.