სტატია
  1. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  2. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  3. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  4. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  5. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  6. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
  7. თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
  8. „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ანექსირებულ ყირიმში ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა
სოც. მედია

ანექსირებულ ყირიმში ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა

ანექსირებულ ყირიმში ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა, ფიქსირდება ხანძრის ახალი კერები, ხოლო ქერჩის ხიდი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო, წერენ Telegram-არხები.

ასევე დადასტურდა ხანძარი ქერჩის თბოელექტროსადგურზე, სადაც ჭურვი საწვავის რეზერვუარს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად მასშტაბურია, რომ შავი კვამლის ზოლი, სატელიტური მონაცემებით, თითქმის 47 კილომეტრს აღწევს.

ამავე ინფორმაციების თანახმად, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ქერჩის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზეც, რომელიც უკრაინული დრონებით 21 ივნისს დაიბომბა. ასევე, ხანძრები ფიქსირდება ქერჩის შესასვლელთან და დაბა ბაგეროვოს რაიონში, სადაც განთავსებულია С-300/С-400-ის პოზიციები. ხანძრის ახალი ნიშნები ჩანს პორტ "კავკაზის" ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე და ქერჩის რკინიგზის სადგურ "იუჟნაიაზე".

დაიბომბა ნავთობპროდუქტების გადაზიდვისა და შენახვის კომპლექსი TES-Terminal - იც.