სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  2. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  3. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  5. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  6. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  7. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  8. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
"ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ დინებას მსოფლიოსთვის"
მსოფლიო

"ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ დინებას მსოფლიოსთვის"

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ: მე ვუბრძანე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC), უზრუნველყოს ძალიან გონივრულ ფასად პოლიტიკური რისკის დაზღვევა და გარანტიები ყველა საზღვაო ვაჭრობის, განსაკუთრებით ენერგორესურსების ფინანსური უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ყურის რეგიონში გადაადგილდებიან.

ეს ხელმისაწვდომი იქნება ყველა სანაოსნო ხაზისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი დაიწყებს ტანკერების გაცილებას ჰორმუზის სრუტეში რაც შეიძლება მალე.

მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ დინებას მსოფლიოსთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და სამხედრო ძალა უდიდესია დედამიწაზე - წინ კიდევ ბევრი ქმედებაა“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში - Truth Social.