სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
  2. AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
  3. რუსეთში, დაღესტნის ქალაქ კიზილიურტში გაზგამანაწილებელი სადგური იწვის
  4. ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინაში 331 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და 1440 სამხედრო დაკარგა
  5. უკრაინა მოსკოვს, ბრიანსკის, ვორონეჟსა და ბელგოროდს, დრონებით უტევს
  6. თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
  7. მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
  8. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ავალებს
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ბიზნესი

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას - როგორ ბრენდის შიგნით, თანამშრომლებისათვის, ასევე საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები AI ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თიბისისთვის AI მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის. ეს არის მომავლის ორგანიზაციის საფუძველი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანების შემოქმედებით მხარეს,  პროდუქტიულობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აძლიერებს. 

სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა თიბისის  და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პარტნიორობა, რომელიც ქმნიან AI განათლების ეკოსისტემას საქართველოში და ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის - სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. პარტნიორობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ ხელოვნური ინტელექტის ცოდნა არ უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო წრის პრივილეგია; ის უნდა იქცეს საბაზისო უნარად, რომელიც ადამიანებს თანამედროვე შრომის ბაზართან და მომავლის მოთხოვნებთან ადაპტირებაში დაეხმარება. 

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება მრავალსაფეხურიანი საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს. ესენია: საოლიმპიადო კურსი, AI ოლიმპიადა, AI სტუდენტური კლუბი, AI და ..., GAIA Meetups Horizons და Tech, AI კონფერენცია, ეროვნული AI ჰაკათონი და სხვა პროგრამის მეშვეობით AI განათლება უკვე 1000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ, სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს AI განათლებას გუნდებს შორის. ბრენდის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრირება ისე, რომ AI ადამიანების შესაძლებლობების გამაძლიერებელ ინსტრუმენტად და საიმედო პარტნიორად იქცეს. ამ ხედვით თიბისი AI-ის მიდგომის დანერგვის ახალ ეტაპზე გადავიდა და 2025 წელს დაწყებული AI Literacy პროექტი დღეს მასშტაბურ ტრანსფორმაციულ პროგრამად იქცა და 4,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თიბისიმ, საკუთარი ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და GAIA-სთან პარტნიორობით, მიზნად დაისახა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარისხიანი განათლება საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. AI განათლების პროგრამები მონაწილეებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, განივითარონ მოთხოვნადი კომპეტენციები და გაიფართოონ კარიერული თუ აკადემიური პერსპექტივები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაშიც ეხმარება.