სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
"90-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში პირველ ტრანშს უკრაინის დასაცავად შიდა წარმოებისთვის მივმართავთ"
სოც. მედია

"90-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში პირველ ტრანშს უკრაინის დასაცავად შიდა წარმოებისთვის მივმართავთ"

"ევროპული მხარდაჭერის დამტკიცებული 90-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში პირველ ტრანშს უკრაინის დასაცავად შიდა წარმოებისთვის მივმართავთ. ეს არის დრონებისა და მთლიანად სამხედრო ტექნოლოგიების მიმართულება.

მეორე ენერგეტიკაა. მომავალ ზამთრამდე მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რასაც შევძლებთ. ამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტების გარდა, გათვალისწინებულია თანხის ნაწილი, რომლის გამოყოფასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან შევძლებთ. დაფინანსება 90-მილიარდიანი პაკეტის ტრანშებიდანაც მოხდება. ჩვენ ვგეგმავთ აქედან რამდენიმე მილიარდის გამოყოფას კონკრეტულად ენერგეტიკის დასაცავად. ეს საკითხი კვიპროსზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე განვიხილეთ.

შეხვედრები გვქონდა ახლო აღმოსავლეთშიც და მივაღწიეთ სხვადასხვა შეთანხმებას, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ამჟამად უკრაინა ბევრ სხვა ქვეყანაზე რამდენჯერმე მეტ დიზელს მოიხმარს. ერთ-ერთი მიზეზი ომია, თუმცა ჩვენს არმიას დიზელის დეფიციტი არ აქვს. დიზელი არის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვისაც და სამოქალაქო ტრანსპორტისთვისაც.

უკრაინისთვის საჭირო დიზელის ეს მოცულობა უბრალოდ არსაიდან არ ჩნდება, ჩვენ გვაქვს შეთანხმებები ახლო აღმოსავლეთთან. ასევე, გავხსენით კავკასიის მიმართულება, მათ შორის იმისთვის, რომ სამოქალაქო პირებისთვის დიზელის მიწოდება უზრუნველვყოთ. ანუ გვყავს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც გვეხმარება და ჩვენი ხალხისთვის მიწოდების სტაბილურობის გარანტიას იძლევა. ჩვენ თითოეული ამ ქვეყნის მადლიერი ვართ და სწორედ ასე ვაშენებთ თანამშრომლობას, რათა არსებობდეს ორმხრივი მიღწევები და უკრაინის გაძლიერება" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.