სტატია
  1. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  2. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  3. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
  4. უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებში ახალ წარმატებებს მიაღწიეს - მათ პოზიციები დაიბრუნეს ან გააფართოვეს
  5. ძლიერი წყალდიდობის შედეგად ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა
  6. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
  7. თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  8. თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბიზნესი

7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.

ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯაბა მალაღურაძემ.

„რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ - ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია.

ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება  - იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია.

ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ.

კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.

ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი - ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.

უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს - მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს.

#ერთადგავიმარჯვებთ