სტატია
  1. ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
  2. ჟურნალისტი ტრამპს: "შეხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს ომის დასრულების განსახილველად, ისე, რომ იქ არ იყოს პრეზიდენტი ზელენსკი"?
  3. თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
  5. თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
  6. აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სახელწოდებით: არა მეფეებს
  7. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  8. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
ბიზნესი

4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვა. ნაკრების ყველა წევრი საქართველოში მედლით დაბრუნდა.

გიორგი მაისურაძემ (კომაროვის სკოლა) ოქროს მედალი მოიპოვა. მათე რეხვიაშვილმა (კომაროვის სკოლა) და ნიკა ყიფშიძემ (136-ე საჯარო სკოლა) ვერცხლის, ხოლო ანტონ ინგოროყვამ (კომაროვის სკოლა) ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ეროვნულ ნაკრები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელები შოთა ელყანიშვილი და ნიკა მიქაბერიძე არიან.

ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაში ევროპის 25 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ კი, გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.

ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ GAIA-ს AI ლიგის გამარჯვებულები. AI ლიგა ასოციაციის საოლიმპიადო AI კურსის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავის ცოდნას პრაქტიკულ, ოლიმპიადის ფორმატის ამოცანებზე რეგულარულად გამოცდიან.

ეროვნულ ნაკრებს წინ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა ელის, რომელსაც წელს ასტანა უმასპინძლებს. საქართველო კი, უკვე ორი გუნდით და 8 მონაწილით ეცდება მეტი და უფრო მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას.

ეროვნული ოლიმპიადა, AI ლიგა და საოლიმპიადო კურსი GAIA-ს პროექტებია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ოლიმპიადა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილიცაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზეა შექმნილი.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში, ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.