სტატია
  1. Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
  2. განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
  3. უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
  4. გაზპრომის აქციები ბოლო 20 წლის ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
  5. "დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია"
  6. უნგრეთმა ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო
  7. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  8. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ბიზნესი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

2010 წლიდან მოყოლებული კომპანიამ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დაიმკვიდრა საიმედო, სტაბილური და თანამედროვე სადაზღვევო პარტნიორის რეპუტაცია.
130,000-
ზე მეტი დაზღვეულის ნდობა და ასეულობით ორგანიზაციის მხარდაჭერა PSP დაზღვევის გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია ვაიზერი“.
ბრენდი ასახავს სიბრძნეს, გამბედაობას და გადაწყვეტილებების თავისუფლებას  სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც კომპანია აშენებს მომავალს.

15 ოქტომბერსასკანელშიგამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წევრები, სფეროს ექსპერტები და ბიზნესის ლიდერები.

ღონისძიების პრეს-ბანერი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ შექმნა. რებრენდინგის იდეა მხატვრულად „მოძრაობის თეატრის“ მსახიობების პერფორმანსმა გააცოცხლა.

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ლებანიძემ, ხაზი გაუსვა კომპანიის წვლილს ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„PSP დაზღვევის 15 წლიანი გამოცდილება გვაძლევს ძალას, რომ მომავალს ახალი ხედვით შევხედოთ.
ჩვენი ახალი ბრენდივაიზერი“  არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას.“

ვაიზერიარის ბრძენი თანამგზავრი  ყველასთვის, ვინც არ უშინდება ცვლილებებს, ეძებს სიმართლეს და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ,“   ამ სლოგანით სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა დღეიდან ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, რითაც დაზღვეულებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს.

უახლოეს მომავალშივაიზერისაზოგადოებას ბევრ ორიგინალურ და თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს, რომლებიც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ბაზარზე.

ბრენდის მთავარი ამბიციაა, შეცვალოს სადაზღვევო ბაზრის წესები, შექმნას პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად ამარტივებს და მათ გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფალს ხდის.