2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია „სტრელეციას“ საქართველოში უნიკალური მცენარეები გამოჰყავს

ქოთნის ყვავილების სათბური და სავაჭრო ცენტრი „სტრელეცია“, რომელიც ამავე სახელწოდების ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილის სახელს ატარებს, საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ოთახის ყვავილებისა თუ სხვა დეკორაციული მცენარეების მოყვარულთა ყურადღება.

მისი დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე, რომელმაც ჰოლანდიაში 26 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მეყვავილეობა პროფესიად აქცია, სამშობლოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ევროპაში დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ საქმედ ექცია და, როგორც თავად ამბობს, ამით სამშობლოს განვითარების პროცესში ერთი აგური დაედო.

მერაბ ფუტკარაძემ საკუთარი სახსრებით იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში 2 ჰა მიწის ნაკვეთი იყიდა, სასათბურე მეურნეობა გააშენა და ქოთნის მცენარეების უნიკალური ჯიშების ევროპიდან შემოტანასა და საქართველოში მათ პოპულარიზაციას შეუდგა. სწორედ ასე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე უამრავი უნიკალური მცენარე, მათ შორის კი ყვავილების დედოფალი, ულამაზესი სტრელეციაც, რომელიც, სხვა მცენარეებთან ერთად, კომპანიას ახლა უკვე ადგილზე, თავად გამოჰყავს.

„მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან განასხვავებს, მცენარეების ხარისხია. ევროპიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის ტორფი, ადგილზე სპეციალური დანადგარების მეშვეობით გამოგვყავს მცენარეებისთვის ინდივიდუალურად საჭირო მიწა. ჩვენთან ყველა მცენარე ქოთანში იზრდება. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამ-ქიმიკატი მივაწოდოთ მათ. როგორც შხამ-ქიმიკატებით მოწამლული ხილი თუ ბოსტნეულია მავნე ორგანიზმისთვის, ასევეა ქოთნის ყვავილების შემთხვევაშიც, რომლებიც ამ შხამს შემდეგ ჰაერში გამოყოფენ და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ჯანმრთელი იყოს. ქოთანში მცენარე კი ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ღია გრუნტში გამოზრდილი თუნდაც წიწვოვანი მცენარეები, რომლებიც სწორედ მიწაში არსებული დაავადებებით ავადდებიან,“ - ამბობს კომპანია „სტრელეციას“ დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე.

იმერეთში, 2 ჰა მიწაზე, თიბისის მხარდაჭერით აგებულ 15-ამდე სათბურში, „სტრელეციას“ საგანგებოდ დატრენინგებული პერსონალი, მერაბ ფუტკარაძის თაოსნობით, 200-მდე სახეობის მცენარეს უვლის. მცენარეების 60-ამდე სახეობა საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, უმეტესობა კი, მათ შორის წიწვოვანი მცენარეები, ადგილზე გამოჰყავთ.

მერაბ ფუტკარაძისვე ინიციატივით, მეურნეობას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჰოლანდიიდან მოწვეული აგრონომი, რომელიც „სტრელეციაში“ დასაქმებულ, საგანგებოდ შერჩეულ პერსონალს კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს. ამჟამად კომპანიაში 7 დასაქმებულია.

მომავალში „სტრელეცია“ ტერიტორიის ორჯერ გაფართოებას, იმპორტის შეჩერებას და ყველა მცენარის ადგილზე გამოყვანას, სახეობების გამრავალფეროვნებას და ფასების განახევრებას გეგმავს.

რამდენიმე თვეში კი, მერაბ ფუტკარაძის ინიციატივით, კომპანიის ბაზაზე აგრონომიის შემსწავლელი ინსტიტუტი გაიხსნება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...