2 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე - შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

ზამთრის სეზონზე უსაფრთხო გადაადგილებისათვის ავტომობილი საგანგებოდ უნდა მოვამზადოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუხრუჭე სისტემის გამართული მუშაობა, რადგან მისი ცვეთისას ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ იაპონური წარმოების ავტომობილის მფლობელებს   შესაძლებლობა აქვთ, შეამოწმონ სამუხრუჭე სითხე და მიიღონ 30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის ნებისმიერ კომპონენტზე: 

. ხუნდი

. სამუხრუჭე დისკი

. ABS ბლოკი

. სამუხრუჭე სითხე

. სამუხრუჭე მილები

 

 

თებერვალში, იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ხელსაყრელ პირობებს ავტომობილის ვიზუალურ განახლებაზეც სთავაზობთ. 

28 თებერვლის ჩათვლით, ავტომობილის პოლირებაზე გადახდილი თანხის 30% ქეშბექის სახით უკან დაგიბრუნდებათ.

ავტომობილის ხარისხიანი პოლირება მარტივად და სწრაფად აშორებს წლების განმავლობაში დაგროვებულ ნადებს. პოლირებისას შესაძლებელია ნაკაწრებისა და დეფექტების მოშორება, საღებავის კორექტირება და ავტომობილისათვის ბზინვარების მინიჭება. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...