0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„შატო ვარციხე“ იმერეთში თიბისისთან პარტნიორობით ვითარდება

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა.   „შატო ვარციხე“  ბაღდათის რაიონში 2022 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა.

სასტუმროსა და რესტორნისგან შემდგარი შატო ერთადერთი არაა იმ საოჯახო ბიზნესიდან, რომელიც ოჯახს იმერეთში აქვს. შატოს ირგვლივ არტყამს 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან 11 სახეობის ღვინოს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ადგილზე აწარმოებენ. 

„ჩვენი პირველადი მოტივაცია იმერული ღვინის წარმოება იყო, რისთვისაც შევიძინეთ ბაღდათის რაიონში მიწა და 2016 წელს პირველი ვაზი - ოცხანური საფერე ჩავყარეთ. ამას ეტაპობრივად დაემატა კიდევ სხვა ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 11 სახეობის ღვინო ჩამოვასხათ. აგრეთვე გვაქვს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ჩვენი ღვინო ამჟამად „ვარციხეს მარნის“ ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ რებრენდინგს  და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე „შატო ვარციხეს“ სახელით გამოვა“, - თამაზ ცირეკიძე, „შატო ვარციხეს“ დირექტორი.

ვენახების ტერიტორიაზე შატოს აშენება მოგვიანებით გადაწყდა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ამჟამად „შატო ვარციხეს“ 20-მდე ნომერი აქვს კოტეჯების სახით, სადაც სტუმრების მიღება შეუძლია. შატოს აქვს რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო და ხელოვნური ტბა, სადაც სტუმრებს თევზაობაც შეუძლიათ.

„თიბისისთან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო, ვაშენებთ მეორე აუზს და ა.შ. ეს 5 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში კიდევ ვაპირებთ გაფართოვებას და კოტეჯების დამატებას“, - ამბობს თამაზ ცირეკიძე.

„შატო ვარციხე“ საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა Booking.com -ზე, სადაც სასტუმროს რეიტინგი 9.4 -ია, მომხმარებელთა კმაყოფილებას და შეფასებებს აქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და უსმენენ. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ამჟამად „შატო ვარციხეში“ 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივია. მომავალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, სასტუმროს და ვენახების გაფართოების კვალდაკვალ, რაც უახლოეს 5 წელიწადშია დაგეგმილი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...