0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 დეკემბერს 19:00 საათზე, წლის გამორჩეული მოვლენა _ „ქართული ბრენდის დღე 2023“ გაიმართება

20 დეკემბერს 19:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ წლის გამორჩეული მოვლენა _ „ქართული ბრენდის დღე 2023“ გაიმართება.

წარმატებულმა პროექტმა დროს გაუძლო - ის უკვე 21 წლისაა. არეალიც გააფართოვა - 2023 წელს პირველად რეგიონალური ბრენდების დაჯილდოება ბათუმში შედგა. ასევე წარმატებით განახლდება _ „ქართული ბრენდის დღე“ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ოცდაერთი წლის წინ, როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდის“ მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა, იმდენად უცხო იყო ეს სიტყვა საზოგადოებისთვის, დღეს კი უკვე ისეთი ქართული ბრენდები არსებობენ, რომლებმაც შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს. ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში, და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება.

„ქართული ბრენდის დღის “ პრესტიჟული ჯილდო კი არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული“, - აცხადებს პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე. „ქართული ბრენდის დღის“ უცვლელი ნომინაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ-პერსონა.

პროექტის ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“. პარტნიორი - ოსკარ შინდლერის აკადემია, ნიუ ჯერსის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, „ფეიმ კონსალტინგი“, ხელოვნების სახლი „თორო“. საინფორმაციო მხარდაჭერა : რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, “იმედი,” „რუსთავი 2“, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge, presa.ge, droni.ge, fortuna.ge, ambebi.ge, 2020news.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები