0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ვაშაკიძემ დაჭრა პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც გამოძახებაზე მივიდა და დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. 

39 წლის ნოდარ ვაშაკიძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად უკვე დაკავებულია. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

ცნობილია დაჭრილი პოლიციელის ვინაობაც - ის 23 წლის გიგი ოთიაშვილია. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოს ცოტა ხანში დატოვებს. ამ დრომდე კლინიკაში რჩება 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები