1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამატებით, მეოთხე პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

„სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური და ლოჯისტიკური ბაზისთვის, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისას. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი უკრაინაში“,- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს:

  • რუსეთის გარკვეულ სახელმწიფო ობიექტებთან ტრანზაქციების სრული აკრძალვა, ეს შეეხება სხვადასხვა სექტორს, კრემლის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს
  • ევროკავშირში ფოლადის გარკვეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა რუსეთიდან, რაც რუსეთს 3.3 მილიარდი ევროთი დააზარალებს
  • ფართო აკრძალვა რუსეთის ენერგოსექტორში ახალ ინვესტიციებზე
  • ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვა, სანქციის ზომა სამიზნედ რუსული ელიტის ამოღებაა
  • სანქცირებულთა სიის გაფართოება, მეტი კრემლთან დაკავშირებული მეტი ოლიგარქის და სამხედრო და თავდაცვის სფეროს დაწესებულებების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეთა სანქცირება
  • რუსეთის და რუსული კომპანიების ევროკავშირის საკრედიტო სააგენტოების მიერ შეფასება და მათთვის საკრედიტო რეიტინგის მინიჭება, რაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს მათ წვდომას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები