0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერევანში, „თავისუფლების მოედანზე“, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოედანი დემონსტრანტებით გადაჭედილია. შეკრებილები სკანდირებენ : „ნიკოლ მოღალატე!“.

სამართალდამცავები „თავისუფლების მოედნიდან“ მომიტინგეების გაყვანას ცდილობენ.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის 17 პარტიის საბჭომ დააანონსა, რომ ერევანში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები