1 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, CO2-ის გამოყოფა, შემცირდა

  მაშინ, როდესაც კაცობრიობის დაახლოებით მესამედი COVID-19-ის პანდემიის გამო კარანტინშია, მსოფლიო თითქოს გაჩერებულია. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების გამო ხალხი სახლში რჩება და შესაბამისად, გაჩერებულია ქარხნები, აღარ ოპერირებს მრავალი ავიაკომპანია და ა. შ. ჩინეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების თავზე გადაღებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა, რომლებზეც კარგად ჩანს, რამდენად არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების დონე, მეცნიერებს უბიძგა შეეფასებინათ ის გავლენა, რაც შეიძლება ამჟამინდელ პანდემიას ჰქონდეს ჩვენს გარემოზე.

 

  „სულაც არ გამიკვირდება, თუ წელს ნახშირორჟანგის გამოყოფის 5-პროცენტიან ან უფრო დიდ შემცირებას ვნახავ, ასეთი რამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა“, — ამბობს ნახშირბადის გლობალური პროექტის თავმჯდომარე და სტენფორდის უნივერსიტეტის დედამიწის სისტემების მეცნიერებათა პროფესორი რობ ჯეკსონი. 

 

    „ფართოდ შეინიშნება სათბურის აირების ფიზიკური შემცირება, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ სამრწეველო და სატრანსპორტო ქსელების დახურვით“, — ამბობს ინგლისის რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ჰილსონი. მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მოგვიტანა გაცილებით სუფთა ჰაერი, წყალი, შემცირდა ბუნებისადმი ჩვენგან მიყენებული ზიანი მაგრამ ასეტი მდგომარეობა მაინც დროებითია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები