0 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაცია Wisp-ი პრე-აქსელერატორის ფინალისტია

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაციის შემქმნელი სტარტაპი Wisp-ი პრე-აქსელერატორის ერთ-ერთი მონაწილეა,  რომელიც ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტის შექმნასა და  დახვეწაზე მუშაობს.

„Wisp“-ი საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში  და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეა  დაახლოებით წლინახევრის წინ გაჩნდა, როდესაც დამფუძნებელმა ქართული ჟესტური ენის შესწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას შემდეგ Wisp-ის გუნდი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამ ჯადოსნური გზის გაკვალვაზე უწყვეტად მუშაობს.

 აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე არასმენადაქვეითებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტური ენის შესწავლა სურთ.

Wisp-ი უკვე არაერთხელ დაიტესტა. პოტენციური მომხმარებლის რჩევების შესაბამისად, დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი, ინტერფეისი და ფუნქციები. თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საბოლოო ვერსიის მიღებაში ყველაზე დიდი როლი პრე-აქსელერაციის პროექტს მიუძღვის, რომელში მონაწილეობაც სტარტაპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„როცა გავიგეთ, რომ გამოცხადდა მიღება, მაშინვე  შევავსეთ განაცხადი, რის საფუძველზეც მოვხვდით პრე-აქსელერატორის პროგრამაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ. პროექტის ფარგლებში 3-თვიანმა მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვა და ძალიან გაგვზარდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურადაც. ბევრი რამის თქმა შემიძლია კონკრეტული, პროფესიული უნარების განვითარებაზე თუ მიღებულ ცოდნაზე, თუმცა ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებთან ურთიერთობამაც უნიკალური გამოცდილება შემძინა.“ - ამბობს Wips-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა რევაზიშვილი.

პრე-აქსელერატორის პროექტში, ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში,  Wips-ის ბიზნესმოდელი მთლიანად შეიცვალა, დაიბადა ახალი იდეები, ახლიდან დაიგეგმა ტექნიკური ნაწილი. აპლიკაციის საბოლოო ვერსიამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. მანამდე კი Wips-ის დამფუძნებლები, პრე-აქსელერატორის გუნდთან და სხვა ფინალისტ სტარტაპებთან ერთად, ტალინში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ბეტკამპში, რის შემდეგაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგებიან.

სტარტაპი პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი ჩაერთო - ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...