0 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მაზდა ცენტრი თეგეტა“ Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან

ერთი მიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას წელსაც უერთდება. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში ერთვება მისიით - საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დამარცხებაში. ავტოინდუსტრიის ლიდერი, თავისსავე ჰოლდინგში შემავალ კომპანიასთან „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად, მეათე საიუბილეო რბენის მონაწილე და პარტნიორია.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წელს უკვე მერვედ ვმონაწილეობთ მსოფლიო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს ერთსა და იმავე დროს ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვახარებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მარათონში მონაწილეობის სურვილი - კახეთში კვირას, 7 მაისს თეგეტას 200-ამდე თანამშრომელი ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. წელს მარათონში თეგეტას შვილობილი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტაც“ უფრო აქტიურად ჩაერთო და, მონაწილეობის გარდა, ჩვენთან ერთად, ღონისძიების პარტნიორიცაა“.

საქველმოქმედო მარათონი, სამწლიანი პაუზის შემდეგ,  ისევ კახეთში ბრუნდება. 7 მაისს, 15 საათიდან, ათასობით მონაწილე ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ შეიკრიბება და მძიმე დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტარტს აიღებს. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.

წელს საფინიშო მანქანის ფუნქციას  Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელები შეასრულებენ, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანია Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. მის თანამშრომლებს კი უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო რბენას. თუმცა ამჯერად უფრო აქტიურად ჩავერთეთ მარათონში და Wings for Life World Run-ის პარტნიორები გავხდით. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარება და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესი „მაზდა ცენტრი თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ მე-10 საიუბილეო წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება საერთაშორისო ღონისძიებას და ერთად შევძლებთ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებას“.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია.  შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...