0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Volvo XC90 და XC90 Recharge Plug-in Hybrid საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელია

 

დიდი ზომის პრემიუმ SUV-მა - Volvo XC90-მა საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის  (IIHS) 2023 წლის TOP SAFETY PICK+ ჯილდო მიიღო. გამარჯვების მოსაპოვებლად შვედურ მწარმოებელს უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწია.

 

ვოლვო ქარსის კონცეფციის გათვალისწინებით, უსაფრთხოება ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო გიგანტი არჩეულ გზას მიჰყვება და შედეგებს სულ უფრო აუმჯობესებს. 

 

„Volvo XC90 ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ ის გზებზე მოძრავი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაშია“, - განაცხადა ასა ჰაგლუნდმა, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა.  

 

საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ავტომობილები გამორჩეულია როგორც უსაფრთხოებით, ისე ეკოლოგიურობით. XC90 Recharge მოდელს 73 კილომეტრამდე გავლა შეუძლია სრულად დამუხტული ელექტროძრავით.

 

დღეს Volvo Cars-ისთვის მდგრადი განვითარება ისეთივე პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც უსაფრთხოება. შვედურ მწარმოებელს უკვე გაცხადებული აქვს, რომ 2030 წლისათვის მხოლოდ სრულად ელექტრომოდელებს გაყიდის, ხოლო 2040-ისთვის კლიმატნეიტრალური კომპანია იქნება. 

 

IIHS

საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაა. ამის მისაღწევად, IIHS ყოველწლიური კვლევების საფუძველზე, მოთხოვნებს ავტომწარმოებლების მიმართ ზრდის და ახალ კრიტერიუმებს ადგენს. 

 

Volvo Cars 

 

ვოლვო ქარსი, რომელიც 1927 წელს დაარსდა, დღეს უკვე 100 ქვეყანაში საქმიანობს. ამიერკავკასიასა და შუა აზიაში შვედურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“  მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა 

აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც  „ვოლვო ქარკავკასია“  უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები