1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, განაგრძობს სხვადასხვა საინტერესო კულტურული, სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.  

გიზიარებთ თიბისი კონცეპტის შემდეგი ორი კვირის კალენდარს: 

 

ვახო ხეთაგურის გამოფენა მთის მიღმა 

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის პირველ სართულზე, 7 მაისიდან, ფოტოგრაფი ვახო ხეთაგურის გამოფენას "მთის მიღმა 2015" უმასპინძლებს.  

 

 

სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი 

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, 10 მაისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეორე სართულზე, სანდრო სულაბერიძის გამოფენა - გარე თვალით დამკვირვებელი გაიხსნება. ექსპოზიცია სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს. 

 

 

თვითლიდერობა კრიზისის დროს” - შეხვედრა Coaching Lab-თან 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მეოთხე სართულზე, 7 მაისს,  გაიმართება შეხვედრა ირინა ჭოჭუასა და ეკატერინე ბაბუნაშვილთან ერთად თემაზე - „თვით-ლიდერობა კრიზისის დროს“. ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შექმნიან საკუთარი თვით-ლიდერობის რუკას, რომელსაც გამოიყენებენ კრიზისულ პერიოდში ნავიგაციისთვის. 

 

სამუშაო თემები 

• რა არის თვით-ლიდერობა;  

• თვით-ლიდერობის მოდელი;  

• ძირითადი კომპეტენციები და უნარები;  

• თვით-ლიდერობის რუკა;  

• სასურველი გამოცდილების შექმნა; 

 

დასაწყისი: 14:00 სთ,  ხანგრძლივობა: 3 სთ 

 

They Said Books-ის წიგნის მინი ბაზრობა 

13 მაისს თიბისი კონცეპტის და They Said Book-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიბლიოთეკის სივრცეში, გაიმართება შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან - დიანა ანფიმიადთან, ქეთი დევდარიანთან და რეზი ხუნწელთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში, ნინო დარასელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს ბევრ საინტერესო წიგნს პოეზიის, პროზისა და მუსიკის სფეროებიდან.  

 

14 და 15 მაისს They Said Books წიგნის მინი ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას თანხის 10%-ს უკან დაიბრუნებენ.  

 

წიგნის კლუბიბიბლიოთეკაში 

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ წიგნის კლუბის ახალ სერიას - ქალთა იდენტობა ლიტერატურაში 

7 მაისი, 14:00 - ნატაშა ლომოური და კატო ჯავახიშვილი: ქალი მწერლები საბჭოთა რეპრესიების დროს 

11 მაისი, 19:00 - ნატაშა ლომოური და ეკა ტოგონიძე: ომს არ აქვს ქალის სახე  

14 მაისი, 14:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და რახელ გრაცფელდი: ერთ მუშტად შეკრული ქალთა ლიტერატურა 

18 მაისი, 19:00 - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით მაჭავარიანი: გრაფიკული რომანის მზეთუნახავები 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...