1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს Facebook-ით აირჩევენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს Facebook-ით  აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის ელექტრონული მეთოდი. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი- ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.

“კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შედით ფეისბუკ ჯგუფში – “აირჩიე თავმჯდომარე”. ამისათვის, გადადით ბმულზე – https://www.facebook.com/groups/tavmjdomare

დააჭირეთ ღილაკს “JOIN” და ელექტრონული საარჩევნო კომისიის (კომისია კანდიდატების წარმომადგენლებისაგან შედგება) მიერ მიღებული ავტორიზაციის (ჯგუფში შემოსვლის თანხმობის გაცემა) შემდეგ გექნებათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა (თქვენთვის სასურველი კანდიდატის მონიშვნის გზით). ავტორიზაცია აუცილებელია, რათა პროცესში ყალბი გვერდებისა და ე.წ. ბოტების მონაწილეობა თავიდან ავირიდოთ. კენჭისყრა ღიაა.”- ნათქვამია განცხადებაში. 

ხმის მიცემის უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომლებსაც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი მოწონებული ან გამოწერილი აქვთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები