2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.

 

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

 

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც, ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა.

 

2023 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1,23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს თიბისის მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები