0 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა

 

ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ განახლებულ შოურუმში წარუდგინა.

Camry უკვე თითქმის 40 წელია, Toyota-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. 21 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, D/E სეგმენტის ყველაზე პოპულარული სედანი, 2022-2023 წლების მსოფლიოში მე-5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი - Camry არაერთი ტიტულის მფლობელია. თუმცა იაპონური ავტოგიგანტისთვის ეს საკმარისი არ არის და მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო გამორჩეული მოდელი შესთავაზა.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმისდირექტორიმოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს მეცხრე თაობის Camry წარვუდგინეთ. ყველასათვის ცნობილია, რომ ტოიოტას აღნიშნული მოდელი გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით. რაც შეეხება უშუალოდ ახალი თაობის Camry-, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ექსტერიერის ნაწილში გვხვდება Hammer Head ცხაურა, რომელიც გახდა ამ ბრენდის სტილის ხელწერა ახალი თაობის მოდელებში, რაც ავტომობილის ძლიერ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. ახალი მოდელის მთავარი პრიორიტეტი ასევე ციფრული ტექნოლოგიებია. რაც შეეხება ძრავას, ავტომობილი წარმოდგენილია ახალი, მე-5 თაობის, 2,5 ჰიბრიდული და 2,5 ბენზინის ძრავებით. ეს კი კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას და ასევე უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ეს ზრდა მიღწეულია საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, რომ მეცხრე თაობის CAMRY ისევე მოთხოვნადი იქნება, როგორც ამ მოდელის წინა ვერსიები და ის გაყიდვების ლიდერობას შეინარჩუნებს“.

თანამედროვე შთაბეჭდილების შესაქმნელად, ახალი თაობის Camry აღჭურვილია განახლებული მაშუქებით და ზედა ცხაურა კიდევ უფრო თხელია. შეცვლილია ძრავის საფარის ფორმაც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ჰაერის ნაკადი ზევით მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის დონეს. გარდა ამისა, შეიცვალა კარის სახელურის სტრუქტურაც, რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ხმაურის დიაპაზონის ცვლილებაზე და უზრუნველყო მძღოლისა და მგზავრების უფრო კომფორტული გადაადგილება.

რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, Hammer head განუმეორებელი სტილი ისევ მეორდება. უკანა მაშუქები გამოირჩევა კიდევ უფრო თანამედროვე ნათებით, რაც სრულ ბალანსშია ავტომობილის ექსტერიერთან.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია ინტერიერშიც და მეცხრე თაობის CAMRY აქაც განსაკუთრებულია. ის კიდევ უფრო დახვეწილია და მორგებულია მძღოლისა და მგზავრების კომფორტზე. ამასთანავე, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.

ახალი Toyota Camry აერთიანებს ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს აქვს საკმაოდ მტკიცე ძარა, შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისათვის და რამდენიმე სახის გამორჩეული შეფერილობა.

მეცხრე თაობის Camry „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს განახლებულ შოურუმში წარუდგინა. შოურუმი ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს. განახლდა ინტერიერიც, რომელიც ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყო.

Toyota Camry-ის წარდგენის ღონისძების მხარდამჭერი იყო თიბისი დაზღვევა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ მომხმარებლისთვის ახალი Toyota Camry უკვე ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს კი შეძენამდე შეუძლიათ, ავტომობილის შესაძლებლობები ტესტ-დრაივის საშუალებით გამოცადონ.

--

თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები