1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ტამიფლუს" მარაგი შეივსო - 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა

ჩამოტვირთვა

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო. 

ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი. 

ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები