0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"როგორ მომხიბლა რაჭამა, რა კარგი ყველი მაჭამა"

ჩამოტვირთვა

რაჭული ცეკვა, სიმღერა, ადგილობრივი პროდუქციის უნიკალური ნიმუშები და ქართული ტრადიციებით გაოცებული უცხოელი ტურისტები - ამბროლაურში ორგანიზაცია "ქეას" თაოსნობით რაჭული ნობათის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებს შორის იყო ჭრებალოს ქარხნის ნაწარმი "რაჭული ღვინო". პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ. შ.პ.ს. "რაჭული ღვინო" აღადგენს ღვინის ძველ, მივიწყებულ სახეობებს და, ამავდროულად, ნერგავს ახალი ღვინოების ჩამოსხმის ტექნოლოგიებს. კომპანიის მიერ წარმოებულ ტრადიციულ სასმელებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ადგილობრივი პროდუქციის გამოფენაზე, ღვინისა და რაჭული ნობათის სხვა სახეობების გარდა, წარმოდგენილი იყო ადგილწარმოშობის ექსპერიმენტული ყველი. პროდუქტი თელეთის ექსპერიმენტულ საწარმოში მზადდება. ნებისმიერი სახეობის ყველს მიენიჭება ინდივიდუალური ბორჯღალი და სიმბოლო, რისი საშუალებითაც მყიდველს რაჭული ყველი სხვა ყველში არასოდეს აერევა. საუცხოო გემოს გარდა, რაჭული ყველი დამთვალიერებლის ყურადღებას ორიგინალური ფორმითაც იქცევდა. საკვებ პროდუქტებთან ერთად, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენამ რაჭის წყაროს წყლებსაც უმასპინძლა. კომპანიის წარმომადგენელმა დამთვალიერებელს წყლის რამდენიმე სახეობა გააცნო. ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ამბროლაურის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უცხოელმა ტურისტებმა და ქართველმა დამსვენებლებმა რაჭული ნობათი ადგილზევე დააგემოვნეს. "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები