0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსი სამართალდამცველების მიერ მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა

ჩამოტვირთვა

რუსი სამართალდამცველების მიერ მოქალაქეზე მორიგი ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტში. კადრები ტელეფონით თავად პოლიციელებმა გადაიღეს. მათ მასალით სურდათ დაედასტურებინათ, რომ დაკავებული მათ შეურაცხყოფას აყენებდა. კადრებში მამაკაცია ნაჩვენები, რომელიც სამართალდამცველებმა ქალაქ ვოლგოგრადში ჩხუბის შემდეგ დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და სცემეს. კადრებში ისმის, როგორ სთხოვს დაკავებული პოლიციელებს გათავისუფლებას და ამბობს, რომ ტკივილის ატანა აღარ შეუძლია. სამართალდამცველები მას ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ. გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ხელი აქვს მოტეხილი და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები