0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავსტრალიელი სამხედროები ავღანეთს დაგეგმილზე ადრე დატოვებენ

ჩამოტვირთვა

ISAF-ის მისიის მონაწილე ავსტრალიელი ჯარისკაცები ავღანეთს დაგეგმილზე ადრე დატოვებენ. BBC News-ის ინფორმაციით, სამხედროების გამოყვანის შესახებ განცხადება დღეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯულია ჯილარდმა გააკეთა. მისი თქმით, ავსტრალიური კონტინგენტის გამოყვანის პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და 2013 წლის ბოლომდე დასრულდება. მანამდე არსებული გეგმის მიხედვით, სამხედროები ავღანეთში 2014 წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყვნენ. ავსტრალია ISAF-ის მისიაში 2001 წლიდან არის ჩართული და დღეისთვის ავღანეთში 1 550 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი ყავს. 2001 წლიდან დღემდე სამშვიდობო მისიას 32 ავსტრალიელი სამხედრო ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები