2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბელარუსში აქტივისტები გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

ბელარუსის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ანდრეი სანიკოვი შაბათს ხოლო მისი კამპანიის მენეჯერი დმიტრი ბონდარენკო კი კვირას გაათავისუფლეს. სანიკოვი ხუთ წლიან ვადას იხდიდა 2010 წელს მოწყობილი საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით. ბონდარენკოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით ჰქონდა მისჯილი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სანიკოვმა მინსკში მხარდამჭერებს მიმართა და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე მათგანი ხელისუფლებამ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დარბევის დროს აიყვანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები