0 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დემონსტრაცია ბაქოში

ჩამოტვირთვა

მასობრივი აქცია მოაწყეს ოპოზიციის მომხრეებმა აზერბაიჯანში. ბაქოში, რეფორმების გატარებისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადადგომის მოთხოვნით, ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შორის იმ პატიმართა გათავისუფლებაც იყო, რომლებიც შარშანდელი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დააპატიმრეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ოფიციალური მონაცემებით კი, ქუჩებში მხოლოდ 1200 ადამიანი იყო გამოსული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები