0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე ფერდინანდ პორშე გარდაიცვალა

ჩამოტვირთვა

ალექსანდრე ფერდინანდ პორშე, ადამიანი, რომელმაც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის, „პორშე 911-ის“ დიზაინი შეიმუშავა, 76 წლის ასაკში ზალცბურგში გარდაიცვალა. პორშემ „პორშეში“ მუშაობა 1958 წელს დაიწყო. ოთხ წელიწადში ის კომპანიის დიზაინის სტუდიას ჩაუდგა სათავეში. სერიული ავტომობილების გარდა, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე სარბოლ ავტომობილებსაც ქმნიდა. სწორედ მისი შემუშავებულია ფორმულა ერთის ბოლიდი „ტაიპ 804“ და „პორშე 904 კარერა GTS“. მოგვიანებით, 1972 წელს, მან კომპანია დატოვა და შტუტგარტში „პორშე დიზაინ სტუდიო“ ჩამოაყალიბა.სტუდიამ სახელი ისეთი პროდუქტების შექმნით გაითქვა, როგორებიცაა საათები, სათვალეები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები