2 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის მორიგი ულტიმატუმი საქართველოს

ჩამოტვირთვა

რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" , - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. ლავროვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ამ კანონმა უკვე დააზარალა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას გამოვიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები