მსოფლიო
ვაშინგტონი ასადის მოწინააღმდეგეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის
2012-02-10 10:42:05
ჩამოტვირთვა
სირიის ქალაქ ჰომსში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად ერთი კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ადამიანია მოკლული. როგორც უცხოური მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ჰომსზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ საარტილერიო და სარაკეტო იერიში 4 თებერვალს დაიწყო. სირიის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტს არ ადასტურებს. შეერთებული შტატები ცდილობს გამოსავალი მონახოს. ვაშინგტონი ასადის მოწინააღმდეგეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის და იმ ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, რომლებიც სირიასთან იარაღით ვაჭრობენ. სირიაში უკვე რამდენიმე თვეა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.
კომენტარები