1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიში სამთავრობო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

სირიის ქალაქ ხომსეში სამთავრობო ძალების მიერ ცეცხლის გახნის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება. გარდაცვლილთა რაოდენობას სხვა წყაროები არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბოხებულების მიტინგის ჩახშობისას მნიშვნელოვანი მსხვერპლის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იტყობინება. ამასთან, სააგენტო "ფრანს პრესის" მონაცემებით, ქვეყნის სხვა ქალაქებში ათეულობით დაღუპულია. 3 თებერვალს შესრულდა 30 წელი მას შემდეგ, რაც ქალაქ ხამაში ანტისამთავრობო ამბოხება სასტიკად ჩაახშეს, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ამ თარიღის აღსანიშნავად ქვეყნის დიდ ქალაქებში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა, რომელთა ნაწილი უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებით დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები