2 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მედია - რუსეთის პრიმორიეს მხარეში 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა პანიკაშია

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა.

გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებშია ჩარჩენილი, საავადმყოფოები, სახლები და სავაჭრო ცენტრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“სრული ჩაქრობა ვლადივოსტოკში. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. ათობით ადამიანი რჩება ლიფტებში ჩარჩენილი“, - წერს „ტელეგრამ“ არხი SHOT-ი.

რუსეთის ხელისუფლება შედეგების ერთ საათში აღმოფხვრის დაპირებას იძლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები