1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

იტალიის საავადმყოფოში უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ქალი წევს – “მასზე ოჯახმა უარი თქვა”

სოციალურ ქსელში იტალიაში, უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ქალის ფოტოები ვრცელდება, რომელიც საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით წევს. ფეისბუქმომხმარებელი მარიკა მარი ნეაპოლში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, მორალურად და შეძლებისდაგვარად ფინანსურად დაეხმარონ ქართველ ემიგრანტ დალი ზაქარეიშვილს, რომელზეც საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა.

“იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში მყოფო ქართველებო, მეგობრებო! მოგმართავთ თხოვნით, ერთი ძალიან კარგი, თბილი ქართველი ქალბატონი წევს საავადმყოფოში პონტიჩელში დე მარის საავადმყოფოში უკვე თვენახევარია ინსულტით.

ამ ხნის განმავლობაში სრულიად უპატრონოდ, სჭირდება ჩვენი მორალური და თანხობრივი თანადგომა, გუშინდლამდე თავს გრძნობდა უპატრონოდ და არც ოპერაციას თანხმდებოდა. ამ ქალზე საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა… გუშინ იყვნენ ქართველი გოგოები მისულები. საბრალომ გაიხარა და ხელი მოაწერა ოპერაციაზე თანხმობას.

ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ და ვისაც რამდენი შეგვიძლია, კვირას შევაგროვოთ თანხა და დავუდგეთ გვერდზე, ასევე, ვინც ახლოს ხართ პონტიჩელთან იქნებდასვენების საათებში გააკითხოთ, მოინახულოთ. დიდი მადლობა წინასწარ. დალი ზაქარეიშვილი.

შეგიძლიათ ასეც იკითხოთ მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო განწირულ ქართველს“, – წერს მარიკა მარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები