0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

არკადი ბაბჩენკო ცოცხალია

არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. რუსი ჟურნალისტის გუშინდელი მკვლელობა ინსცენირება აღმოჩნდა, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაციის ფარგლებში დაგეგმა. 

ბაბჩენკო დღეს საგანგებო ბრიფინგზე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.

გაირკვა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა ნამდვილად იგეგმებოდა. სამართალდამცველებმა ქილერიც დააკავეს და ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთების კვალზეც გავიდნენ. დადგინდა, რომ თანხა მკვლელს რუსეთიდან გადაურიცხეს.

მკვლელობის ორგანიზატორად კი სწორედ რუსეთის სპეცსამსახური დასახელდა. ოპერაციას უკრაინული მხარე ორი თვე ამზადებდა. თავად ჟურნალისტი საქმის კურსში ერთი თვის წინ ჩააყენეს. ბაბჩენკო კრემლის ოპონენტ ჟურნალისტთა შორისაა.

ყოფილი ჯარისკაცი და ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე, ბოლოს სამხედრო ჟურნალისტი გახდა. ის აშუქებდა რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომს, ბოლოს კი კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები