0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს საკუთარ სახლში 7 ტყვია ესროლეს

 თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. მას 7 ტყვია ესროლეს.

როგორც ცნობილია, მას თავდამსხმელები როგორც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისე გაეცნენ, შემდეგ კი ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები