0 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება - დაკავებულია კომპანიის ორი ხელმძღვანელი

ჩამოტვირთვა

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს - აღნიშნული ინფორმაცია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში, რომლის მოთხოვნების თანახმად, კომპანიას ოთხი ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 546 882 ლარი, უნდა განეხორციელებინა. 

ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საერთო ჯამში 143 451 ლარს. 


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო ბრალდებულების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები