2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი – მეორე მონტე-კარლო – ღარიბაშვილი

”ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს, არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი. ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე.

აფხაზეთი შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი, შეიძლება ითქვას, გახდეს მეორე მონტე-კარლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა, ამდენი ომით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში.”

 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები