1 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

როცა ბავშვი შადრევანში ჩადის, დენის დარტყმით არ უნდა კვდებოდეს, ეს უბედურებაა - რაც შეეხება უსაფრთხოების კამერებს, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ჯიხურში იჯდეს და ვინ როგორ იქცევა აკონტროლებდეს - კახა კალაძე

როდესაც განთავსებულია უსაფრთხოების კამერები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ჯიხურში იჯდეს და აკონტროლებდეს ვინ როგორ იქცევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი შემთხვევის დროს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან რატომ არ მოხდა ოპერატიული რეაგირება, მაშინ როდესაც შადრევანი უსაფრთხოების ჯიხურიდან მცირე მანძილით იყო დაშორებული.

კალაძის განმარტებით, უსაფრთხოების კამერების დანიშნულება გარკვეული შემთხვევების, მაგალითად, ვანდალიზმის ფაქტების დროს, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურისთვის მასალის მიწოდებაა.

ამასთან, კალაძემ ჟურნალისტის კითხვას ქალაქში დამონტაჟებულ კამერებთან დაკავშირებით კითხვითვე უპასუხა.

„დედაქალაქში კამერები სადაც არის, იმ ბოძების ქვეშ ზის სპეციალურად ადამიანი და იქიდან კონტროლდება ქალაქი? თქვენ ასე თვლით? ქალაქში პარკის გარდა უამრავი კამერა აყენია. პირველი - შეიძლება ის კონკრეტული შადრევანი საცურაო აუზი არ იყოს, მაგრამ თუ შიგნით ბავშვი, მოზარდი ჩადის, დენის დარტყმით ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს. ეს არის ძალიან მძიმე და დიდი უბედურება. მეორე, როდესაც განთავსებულია უსაფრთხოების კამერები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ჯიხურში იჯდეს და აკონტროლებდეს, ვინ როგორ იქცევა. როდესაც ხდება ვანდალიზმი, სხვადასხვა ფაქტები, კამერების ჩანაწერები შესაბამის სამსახურებს გადაეცემა და ამასთან დაკავშირებით რეაგირება ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტრებულ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები