2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუტეციას დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

Facebook-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში ლუტეცია ჯგუფისდამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვ ა ხ ტ ა ნ გ ფ ხ ა კ ა ძ ი ს გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები