0 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მსოფლიოში ყველაზე მაგარი დროშა გვაქვს. აი ისეთი, ღრმა და ყველაზე ბნელი ქოცებიც რომ ვერაფერს ამბობენ..." - გიორგი კაპანაძე

   საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გახსოვთ ხომ პირველი რესპუბლიკის დროშა რომ გვქონდა - მელანქოლიური ფერებით. პესიმიზმისა და იმდროინდელი მძიმე ყოფის ზუსტი ასლი.

მერე მოვიდა ის გიჟი და საყოველთაო უძრაობის შეცვლა სცადა. 

შეცვალა დროშაც, სადაც გარდა ჰერალდიკის ზეიმისა, საქართველოს მთავარი ისტორიულ-ევროპული "ხუთჯვრიანი" გზავნილია გამოსახული.

მერე ეს მართლა გიჟი მოვიდა და გამარჯვების ყველა სიმბოლოს განადგურება მოისურვა. 

დაიწყო შუშის ხიდიდან და მიადგა ხუთჯვრიან დროშასაც, მაგრამ ვერ შეძლო მიზნის მიღწევა და იცით რატომ? 

იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი დროშა გვაქვს. აი ისეთი, ღრმა და ყველაზე ბნელი ქოცებიც რომ ვერაფერს ამბობენ...

დროშის დღეს გილოცავთ Dear friends" - წერს კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები