0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში 18 მაისიდან ბარების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა იგეგმება

 იტალიაში 18 მაისიდან ბარების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 რეგიონალურ ხელისუფლებებს მიენიჭათ უფლებამოსილება, მოხსნან ბიზნესზე არსებული შეზღუდვები, რომელიც, თავდაპირველად, 1-ელ ივნისს უნდა მოხსნილიყო.

 18 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ საცალო მოვაჭრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

 დაწესებულებებმა გახსნის წინ უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რესტორნებში კი მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს ორი მეტრი. აუცილებელი ნორმაა შენობის ყოველდღიური დეზინფექცია, სანიტაიზერები ყველა რესტორანში და ოფიციანტებისთვის ნიღბები და ხელთათმანები.

 ხელისუფლების განცხადებით, იტოვებენ უფლებას, რომ ინფექციის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, კვლავაც დააწესონ შეზღუდვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები